რას ნიშნავს 4×2, 6×4 და 8×4?
ამძრავის კონფიგურაცია მარტივად — რას გვეუბნება და რას არა.

რას ამბობს ორი რიცხვი?
აირჩიეთ ფორმულა. ლურჯად წამყვანი ღერძები გამოჩნდება.
2ღერძი სულ
1წამყვანი ღერძი
3ღერძი სულ
2წამყვანი ღერძი
4ღერძი სულ
2წამყვანი ღერძი
ფორმულის რიცხვები ბორბლის პოზიციებს აღნიშნავს და არა ღერძების რაოდენობას. ერთ მხარეს დაწყვილებული საბურავები მაინც ერთ პოზიციად ითვლება.
ორი რიცხვი, ორი მნიშვნელობა
პირველი რიცხვი თვლის პოზიციების რაოდენობას აღნიშნავს, მეორე — მათგან წამყვან პოზიციებს. ერთ მხარეს დაწყვილებული საბურავები ამ აღნიშვნაში ერთ პოზიციად ითვლება.
მარტივი მაგალითები
4×2 ჩვეულებრივ ორ ღერძსა და ერთ წამყვან ღერძს ნიშნავს. 6×4 — სამ ღერძსა და ორ წამყვანს. 8×4 — ოთხ ღერძსა და ორ წამყვანს. სხვა განლაგებები და საჭის მართვის ვარიანტებიც არსებობს.
რას ვერ გეტყვით ეს აღნიშვნა
6×4 თავისთავად არ განსაზღვრავს ტვირთამწეობას, ძარის მოცულობას, ძრავის სიმძლავრეს ან კონკრეტულ გზაზე ვარგისიანობას. ამისთვის მთელი კომპლექტაციის მონაცემებია საჭირო.
შეადარეთ სრული ვარიანტი
ამძრავი შეაფასეთ ტვირთთან, გზასთან, შასისა და ძარის მონაცემებთან ერთად. კონკრეტულ სამუშაოზე არჩევანი სპეციალისტთან განიხილეთ და მხოლოდ ფოტოდან არ გამოიტანოთ დასკვნა.
წყაროები და დამატებითი ინფორმაცია
კარგი კითხვა კარგი დასაწყისია.
კონკრეტული სამუშაო ხვიჩასთან ერთად განიხილეთ. ან გააგრძელეთ კითხვა.
